2026 წლის ზაფხულის სეზონზე კრისტალის საკურორტო ზონას ახალი გასართობი სივრცე – ატრაქციონების პარკი შეემატა. პარკი საბაგიროს ზედა სადგურის მიმდებარედ, ტყე-პარკის ზედა ნაწილში მდებარეობს და სტუმრებს ბუნებაში დასვენებისა და გართობის კიდევ ერთ შესაძლებლობას სთავაზობს.
პარკში განტავსებულია 8 განსხვავებული ობიექტი, მათ შორის ამერიკული მთები, რაკეტა და სწრაფმავალი ატრაქციონები. სივრცე ძირითადად ბავშვებზე, განსაკუთრებით 12 წლამდე ასაკის სტუმრებზეა გათვლილი, თუმცა უფროსებსაც საინტერესო გამოცდილებას ჰპირდება.
ატრაქციონების პარკის ტერიტორიაზე სტუმრებს დახვდებათ კაფე და მოსასვენებელი სივრცეც. ეს კი მათ საშუალებას მისცემს, გართობასთან ერთად დროის მშვიდ გარემოში გატარებაც შეძლონ.
Crystal Group მუდმივად ავითარებს ინფრასტრუქტურას და დამსვენებლებს სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს. ატრაქციონების პარკის დამატება სწორედ ამ ფილოსოფიის ნაწილია.
2026 წლის ზაფხული ატრაქციონების პარკისთვის პირველი სეზონი იყო და წარმატებითაც ჩაიარა, ხოლო სტუმრებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ახალი სივრცე კრისტალის საკურორტო ზონაში უკვე იქცა ოჯახური და აქტიური დასვენების ერთ-ერთ ახალ მიმართულებად.



