კრისტალის საკურორტო ზონა ბაკურიანში ერთადერთი ადგილია, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურულ სერვისებს და სრულად პასუხობს სტუმრების ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში.

საბაგიროები
საბაგიროები

კრისტალის საკურორტო ზონაში არსებული გონდოლის ტიპის და ნახევრად ღია საბაგიროები გაძლევთ საშუალებას კომფორტულად გადაადგილდეთ მთის ფერდობებზე და დატკბეთ შთამბეჭდავი ხედებით.

პირველი (გონდოლებიანი) საბაგიროს ზედა სადგურთან მდებარეობს: პირველი სათხილამურო ტრასა, კაფე „სქაილაინი“, პანორამული ტერასის საფეხმავლო ბილიკი და მეორე საბაგიროს ქვედა სადგური.

მეორე (ნახევრად ღია) საბაგიროს ზედა სადგურთან განთავსებულია: პროფესიონალური სათხილამურო ტრასა, ტობოგანი და 360 გრადუსიანი ხედვის ჭოგრიტი.

მესამე (ღია) საბაგიროს ზედა სადგურთან არსებული სივრცე მოიცავს: ატრაქციონების პარკს, სპორტულ მოედანსა და ტყეპარკს.

საბაგიროს აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ  სქი არენას პირველ სართულზე, სალაროში.

სათხილამურო ტრასები
სათხილამურო ტრასები

კრისტალის საკურორტო ზონაში დაგხვდებათ სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასები:

  • EXPERT –  40%-ზე მეტი დახრის კუთხე
  • ADVANCED – 40%-იანი დახრის კუთხე
  • INTERMEDIATE – 25%-იანი დახრის კუთხე
  • BEGGINER – 15%-იანი დახრის კუთხე

ტრასების საერთო სიგრძე 12 000 მეტრს აღემატება.

ხელოვნური გათოვლიანება
ხელოვნური გათოვლიანება

პირველ ტრასაზე დაგხვდებათ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომლის სიგრძე 2500 მეტრია. ხელოვნური გათვლიანება უზრუნველყოფს სათხილამურო ტრასების სრულფასოვან ფუნქციონირებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ბუნებრივი თოვლი საკმარისი არ არის.

ხელონური გათოვლიანება და ღამის სრილიას შესაძლებლობა გაქვთ კრისტალის პირველ ტრასაზე.

სისტემა საშუალებას აძლევს სტუმრებს, ისარგებლონ ზამთრის აქტივობებით მთელი სეზონის განმავლობაში და მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება.

სათხილამურო ინვენტარის გაქირავება
სათხილამურო ინვენტარის გაქირავება

ინვენტარის დაქირავება შესაძლებელია სქი არენას შენობის 0 სართულზე.

აქ შეგიძლიათ იქირავოთ თხილამურები, სნოუბორდი და შესაბამისი აქსესუარები — როგორც საათობრივად, ისე დღიურად.

სათხილამურო სპორტ სკოლა
სათხილამურო სპორტ სკოლა

თხილამურებსა და სნოუბორდზე სრიალის შესასწავლად ან უნარების გასაუმჯობესებლად სტუმრებს შეუძლიათ კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით სარგებლობა.
ბავშვებისთვის თხილამურების შესასწავლი გაკვეთილები 3 წლის ასაკიდან იწყება.

Wellness
Wellness

კრისტალის საკურორტო ზონის სპა-გამაჯანსაღებელი ცენტრები:

Crystal Hotel & SPA – სპა ცენტრი გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურებით, 25 მეტრიანი და საბავშვო საცურაო აუზები, ჯაკუზი, ფიტნეს დარბაზი, ფინური საუნა და თურქული ჰამამი – 10 AM – 11 PM  

+995 591 54 77 33

Crystal Residence – სპა ცენტრი გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურებით, 15 მეტრიანი საცურაო აუზი და ფინური საუნა – 10 AM – 11 PM
+995 598 04 04 44

Crystal Resort C – გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები, საცურაო აუზი და ფინური საუნა – 10 AM – 11 PM 

+995 591 501 314

ტყე-პარკი
ტყე-პარკი

8 ჰექტარ ტერიტორიაზე მოწყობილია ტყეპარკი საფეხმავლო ბილიკებით, განათებებებით, ფანჩატურებით, მოსასვენებელი სივრცეებით სპორტული ტრენაჟორებითა და საბავშვო სივრცეებით.

ტყე-პარკის ზედა ნაწილში მდებარეობს კრისტალის ატრაქციონების პარკი, სადაც განთავსებულია 10-ამდე მოზრდილი ზომის ატრაქციონი 12 წლამდე ბავშვებისთვის.

ტობოგანი
ტობოგანი

2370 მეტრზე, ალპურ ზონაში მდებარე ტობოგანი გთავაზობთ ადრენალინით სავსე გამოცდილებას, მთის პანორამებზე მორგებულ მარშრუტზე — სწრაფი, დინამიკური და დაუვიწყარი, ამერიკული ატრაქციონის სტილში.

იგი მდებარეობს მეორე საბაგიროს ზედა სადგურზე და მისასვლელად საჭიროა ორი საბაგირო ხაზის გავლა.

ტობოგანი მუშაობს მხოლოდ მშრალ ამინდში.

ატრაქციონები
ატრაქციონები

კრისტალის საკურორტო ზონაში განთავსებულია მრავალფეროვანი ატრაქციონები, რომლებიც განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს ჩვენს დამსვენებლებს. პარკში გათავსებული ატრაქციონები გათვლილია როგორც მცირეწლოვანი ბავშებისთვის ასევე ექსტრიმის მოყვარულთათვის.

პანორამული ტერასა
პანორამული ტერასა

გონდოლებიანი საბაგიროს ზედა სადგურიდან საფეხმავლო ექსტრემალური ბილიკით შეგიძლიათ მოხვდეთ პანორამულ ტერასაზე, სადაც 360-გრადუსიანი ხედები იშლება.

იქვე, ატრაქციონების პარკის მიმდებარედ კი განთავსებულია სპორტული მოედანი.

სპორტული მოედანი
სპორტული მოედანი

ტყე-პარკში განთავსებული სპორტული მოედანი ხელოვნური საფარით შესანიშნავი ადგილია ფეხბურთის სათამაშოდ ან სხვა სპორტული აქტივობისთვის. მოედანი უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო გართობას როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მსუბუქი აქტივობის მოყვარულთათვის.