Full 1
ყველა კომფორტი
ერთ სივრცეში
Full 1
previous arrow
next arrow

კრისტალის საკურორტო ზონა არის თანამედროვე სამთო კურორტი, ბაკურიანში, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია სასტუმროები, კაფე-რესტორნები, საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, SPA ცენტრები, ტყე-პარკი და გასართობი ატრაქციონები. ეს არის ადგილი, სადაც ბუნება, კომფორტი და თავგადასავლების შესაძლებლობა ქმნის სრულყოფილი დასვენების გარემოს ყველა ასაკისა და ინტერესის სტუმრისთვის.

რისი გაკეთება გსურს კრისტალის საკურორტო ზონაში?

კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურის მოქმედი სტატუსი

ინფრასტრუქტურასტატუსისიგრძექვედაზედა
გონდოლებიანი საბაგირო 130017712056
მეორე საბაგირო 100020562302
ატრაქციონების პარკის საბაგირო 50017711860
ტობოგანი 150023022369
მოძრავი ბილიკი 60

ᲡᲐᲗᲮᲘᲚᲐᲛᲣᲠᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡ ᲐᲑᲝᲜᲔᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲤᲐᲡᲔᲑᲘ

აბონემენტის სახეობადროზრდასრულიბავშვი
7 ᲓᲦᲘᲐᲜᲘ ᲞᲐᲙᲔᲢᲘ ᲓᲦᲘᲡ ᲓᲐ ᲦᲐᲛᲘᲡ ᲡᲠᲘᲐᲚᲘᲗ 710.00-22.00560 GEL410 GEL
4 დღიანი პაკეტი დღის და ღამის სრიალით10.00-22.00330 GEL250 GEL
2 დღიანი პაკეტი დღის და ღამის სრიალით10.00-22.00170 GEL120 GEL
1 დღიანი პაკეტი დღის და ღამის სრიალით10.00-22.0090 GEL70 GEL
დღის სრიალი10.00-17.0055 GEL30 GEL
ღამის სრიალი17.15-22.0040 GEL40 GEL
1 ასვლა I საბაგირო15 GEL10 GEL
1 ასვლა ორივე საბაგირო30 GEL20 GEL
3 წლამდე ბავშვიუფასო

ხშირად დასმული კითხები

კრისტალის საკურორტო ზონა წარმოადგენს მასშტაბურ და უნიკალურ პროექტს ბაკურიანში, რომელიც შექმნილია ევროპული სტანდარტების მიხედვით და აერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ასევე სასტუმრო კომპლექსებსა და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას.

კრისტალის საკურორტო ზონის სტუმრობისთვის საუკეთესო პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ტიპის დასვენება გსურთ— ზამთრის აქტივობები თუ ბუნებაში განტვირთვა თბილ ამინდში.

კრისტალის საკურორტო ზონა სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს, თუმცა ზაფხული და ზამთარი ტრადიციულად გამოირჩევა სტუმართა რაოდენობითა და დატვირთული გრაფიკით — ზამთარში პოპულარულია თოვლიანი სპორტი და Après-ski გართობა, ზაფხულში კი სუფთა ჰაერი, ბუნება და ღია სივრცეში დასვენება იზიდავს დამსვენებლებს

ტობოგანზე მოსახვედრად უნდა ისარგებლოთ ორი საბაგიროთი: ჯერ გადაადგილდით პირველით, შემდეგ კი მის ზედა სადგურზე გადაჯექით მეორეზე, რომელიც პირდაპირ ტობოგანამდე მიგიყვანთ.
გაითვალისწინეთ: საჭიროა აბონემენტის წინასწარ შევსება.

სამუშაო საათები დამოკიდებულია ამინდსა და სეზონზე, თუმცა ძირითადად ობიექტი ფუნქციონირებს დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე.

სიახლეები

კრისტალის საკურორტო ზონაში ახალი გასართობი სივრცე შეიქმნა

კრისტალის საკურორტო ზონა მუდმივად ვითარდება და სტუმრებს დასვენებისა და გართობის კიდევ უფრო მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში საკურორტო ზონას ახალი გასართობი სივრცე შეემატა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვებისა და ოჯახებისთვის. სივრცეში განთავსებულია სხვადასხვა ტიპის თანამედროვე არკადული და ციფრული სათამაშო აპარატები, რომლებიც განსხვავებული ინტერესების მქონე სტუმრებს აერთიანებს. აქ მათ შეუძლიათ ავტოსიმულატორებით რბოლებში ჩაერთონ, მიზანში სროლაში […]

კრისტალის საკურორტო ზონაში ატრაქციონების ახალი პარკი გაიხსნა

2026 წლის ზაფხულის სეზონზე კრისტალის საკურორტო ზონას ახალი გასართობი სივრცე – ატრაქციონების პარკი შეემატა. პარკი საბაგიროს ზედა სადგურის მიმდებარედ, ტყე-პარკის ზედა ნაწილში მდებარეობს და სტუმრებს ბუნებაში დასვენებისა და გართობის კიდევ ერთ შესაძლებლობას სთავაზობს. პარკში განტავსებულია 8 განსხვავებული ობიექტი, მათ შორის ამერიკული მთები, რაკეტა და სწრაფმავალი ატრაქციონები. სივრცე ძირითადად ბავშვებზე, განსაკუთრებით 12 წლამდე ასაკის სტუმრებზეა გათვლილი, […]

ახალი თავგადასავალი კრისტალისგან: ექსტრემალური ტური ტაბაწყურის ტბაზე

კრისტალის საკურორტო ზონა სტუმრებს კიდევ ერთ გამორჩეულ სიახლეს სთავაზობს – ბაგის ტურს ტაბაწყურის ტბის მიმართულებით. ეს ტური გაუკვალავ, რთულ რელიეფზე ბაგით, ღია კონსტრუქციისა და მაღალი გამავლობის მსუბუქი ტრანსპორტით, გადაადგილებასა და ბუნების დათვალიერებას გულისხმობს. მარშრუტი სტარტს იღებს კრისტალის მეორე საბაგიროს ზედა სადგურიდან (ტობოგანის გვერდით) და მთის 12-კილომეტრიან, ბუნებრივი რელიეფის გზას მოიცავს. დაახლოებით 1.5-საათიანი მოგზაურობისას ვიზიტორები პანორამულ […]

ლოკალური იდეიდან საერთაშორისო სტანდარტამდე

როგორ იქცევა 27-ნომრიანი პატარა სასტუმრო რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და წარმატებულ საკურორტო ეკოსისტემად? პასუხი მარტივია: სწორი ხედვის, სისტემური მართვისა და უწყვეტი განვითარების შედეგად. “კრისტალ ჯგუფი” დღეს ბაკურიანში არა მხოლოდ დასასვენებელ ადგილს, არამედ ავტონომიურ ინფრასტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო დონის მოთხოვნებს პასუხობს. მათემატიკური სიზუსტით გათვლილი ნაბიჯები, მრავალწლიანი გამოცდილება კერძო სექტორში და გუნდი, რომელიც კომპანიის მთავარ მამოძრავებელ […]

ზამთრის დასვენების ახალი სტანდარტი ბაკურიანში

„კრისტალის“ საკურორტო ზონა არ არის მხოლოდ დასასვენებელი ადგილი – ეს არის უნიკალური მულტიფუნქციური ეკოსისტემა მათთვის, ვინც უმაღლესი ხარისხის სერვისსა და კომფორტულ გარემოს აფასებს. რას გთავაზობთ „კრისტალი“? პირველ რიგში, უწყვეტი სრიალის გამოცდილებას: თანამედროვე ტრასები, სამი საბაგირო ხაზი და ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გარანტირებულ სიამოვნებას გპირდებათ. სრიალის მოყვარულთათვის ღამის ტრასები 22:00 საათამდეა განათებული, რაც ზამთრის საღამოებს დაუვიწყარს ხდის. […]

„კრისტალის“ საკურორტო ზონაში სათხილამურო სკოლა გაიხსნა

„კრისტალის“ საკურორტო ზონაში Crystal Ski School გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც სრიალის სწავლა ყოველი სტუმრისთვის სასიამოვნო გამოცდილება გახდება. ნებისმიერი ასაკისა და მომზადების დონის სტუმარს აქ მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები და ადაპტირებული სასწავლო გეგმა ხვდება. თუკი გსურთ, დაეუფლოთ სრიალის ხელოვნებას, ან გააუმჯობესოთ თქვენი უნარები პროფესიონალებთან ერთად, კრისტალის სათხილამურო სკოლაში რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

Previous
Next