ჩემპიონების არჩევანი და შთაგონების სივრცე: „კრისტალის“ უნიკალური სპორტული ეკოსისტემა

კრისტალის საკურორტო ზონა პრემიუმ კლასის დასვენებისა და განტვირთვის სრულყოფილი სივრცეა, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაღალი დონის სტუმარ-მასპინძლობა და გამარჯვებისთვის მოსამზადებლად ატმოსფერო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

ბაკურიანის გულში, ზღვის დონიდან იდეალურ სიმაღლეზე განთავსებული კომპლექსი უკვე წლებია მასპინძლობს როგორც ოლიმპიურ ჩემპიონებსა და საერთაშორისო ნაკრებებს, ისე ოჯახებსა და ახალგაზრდულ გუნდებს, ვისაც სურთ ბავშვებსა და მოზარდებს ჯანსაღი გარემო შეუქმნან, მოტივაცია აუმაღლონ და მომავალ ჩემპიონებად აღზარდონ.

როგორ ეხმარება „კრისტალის“ თანამედროვე ინფრასტრუქტურა – სპორტული დარბაზები, სტადიონი, სპა-ცენტრი და მრავალფეროვანი კვება ათლეტებს მსოფლიო თუ ადგილობრივი ასპარეზობებისთვის მომზადებაში? გაეცანით ინტერვიუს საქართველოს ძალოსანთა პირველი ნაკრების ექიმთან, გიორგი ჭინჭარაულთან – ის სწორედ ამ კითხვებზე გვიპასუხებს:

  • „კრისტალი“ არის უნივერსალური ადგილი. პირველ რიგში სხვა სივრცეებისგან იმით გამოირჩევა, რომ ყველანაირი სახის სპორტის, განსაკუთრებით ძალისმიერი სპორტის სახეობის სპორტსმენების, მოსამზადებლად არის იდეალური, განსაკუთრებით ფიზიკური მომზადებისთვის. ადგილმდებარეობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, აღმართზე სირბილის გარდა, სიმაღლის აკლიმატიზაცია სპორტმენისთვის ჩვეულებრივ პირობებში გადასვლისას განსაკუთრებით გამძლეობას ანიჭებს. რაც შეეხება თვითონ „კრისტალს“ და მის მეპატრონეს, ბატონ ვლადიმერ სტეფანიანს – მან შექმნა უნიკალური ადგილი, არა მარტო ტურისტისათვის და არა მარტო სპორტსმენისთვის. ეს არის ქვეყნის პრესტიჟი, ასეთი ადგილის მოწყობა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ქვეყნისათვის. არასპორტული ადამიანი, რომელსაც სურს თავისი შვილები სპორტს აზიაროს, აქ უნდა ამოიყვანოს. აქ ჩვეულებრივი დამსვენებელი ოლიმპიურ პრიზიორებისა და მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეებთან იზიარებს ყოველდღიურობას, აკვირდება მათ ვარჯიშებს, ბუნებრივია უშუალო კომუნიკაციაც. ეს ყველაფერი აუცილებლად მოანდომებს პატარებს მათ მიბაძონ. მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად , მინიმუმ ფსიქოლოგიურად, აქაურობა იდეალურია. რაც შეეხება საწვრთნელ ბაზებს- „კრისტალს” აქვს ძალიან კარგი სპა, რაც სპორტსმენის მოსვენების პროცესისთვის აუცილებელია; არის საუნა, მასაჟის ოთახები. 

Oto Gordeladze

სპორტსმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვარჯიში, კვება და დასვენება. დასვენების მნიშვნელობა მარტო ძილით არ შემოიფარგლება, თუმცა, რასაკვირველია, ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,მაგრამ როგორ ატარებს არასავარჯიშო დროს სპორტსმენი? კრისტალი ამით ძალიან გვანებივრებს. საუნა, აუზი, მასაჟი, ჯაკუზი – ორგანიზმის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ აღდგენაში ათლეტებს ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება, დადებითად მოქმედებს სპორტსმენის ცხოვრებაზე. „კრისტალის“ ზონაში არის საფეხბურთო სტადიონიც, რომელსაც გამოიყენებს სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენელი. თან ეს სტადიონი ისეთ ადგილზეა განლაგებული, მასთან მისასვლელადაც ფიზიკური აქტივობაა საჭირო. რა თქმა უნდა, საბაგირო გზით შეიძლება მისვლა, მაგრამ სპორტსმენები ვამჯობინებთ ნელი სირბილით მისვლას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი „კრისტალში“ – კვება. ვერცერთი სახეობის სპორტსმენი ვერ იტყვის, რომ ”კრისტალში“ იყო და რომელიმე დღეს მშიერი დარჩა. საკვების ასორტიმენტი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველაზე პრეტენზიული ადამიანიც კმაყოფილი დარჩება. სხვათა შორის, საზღვარგარეთული შეკრებების დროს იქაურ სასტუმროებში ხშირად ვაწყდებით კვების პრობლემას. კიდევ ერთი დიდი პლუსი „კრისტალის“-  აქ არის კონკრეტული სპორტული სახეობებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური სავარჯიშო დარბაზები, არ გვიწევს სხვაგან წასვლა, აქვე ვვარჯიშობთ, ამ ზონიდან გაუსვლელად. არის სატრენაჟორო სივრცეც, რაც დამატებითი ვარჯიშებისთვის განსაკუთრებულად კარგია, რა შედეგსაც ტრენაჟორზე ვარჯიში იძლევა, ის შედეგი შეიძლება შტანგაზე ვარჯიშმა ვერ მოგცეს.

„კრისტალში“ მუდმივად გადიან წვრთნას საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები, იქნება ეს ძირითადი ნაკრები, თუ ახალგაზრდული. ასევე ჩამოსულები არიან ძალოსნები სხვადასხვა ქვეყნებიდან – სომხეთის მთავარი გუნდი, უზბეკეთის, თურქმენეთის გუნდები, ასევე ფრანგი ძალოსნები. საქართველოში უცხოელი ძალოსნების შეკრებების ჩატარების პოპულარიზაცია ცხადია ლაშა ტალახაძის დამსახურებაა. „კრისტალიც“ მაღალ დონეზე დაუხვდა სტუმრებს და მასპინძლობს მათ ყოველ წელს. „კრისტალი“ თითით საჩვენებელი, ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ზონაა საქართველოში. თერთმეტი თვე სხვადსხვა ქვეყანაში და სხვადასხვა სასტუმროებში ვიმყოფები შეჯიბრებებსა თუ შეკრებებზე, თამამად ვამბობ, რომ არც იქაურ სასტუმროებს ჩამოუვარდება და ღირსეულ კონკურენციას უწევს.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *