კრისტალის საკურორტო ზონა ზაფხულში სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, გამწვანებულ გარემოსა და ალპურ ჰავას კომფორტული დასვენებისთვის და გართობისთვის.

საბაგიროები
საბაგიროები

კრისტალის საკურორტო ზონაში არსებული გონდოლის ტიპის და ნახევრად ღია საბაგიროები გაძლევთ საშუალებას კომფორტულად გადაადგილდეთ მთის ფერდობებზე და დატკბეთ შთამბეჭდავი ხედებით.

პირველი (გონდოლებიანი) საბაგიროს ზედა სადგურთან მდებარეობს: პირველი სათხილამურო ტრასა, კაფე „სქაილაინი“, პანორამული ტერასის საფეხმავლო ბილიკი და მეორე საბაგიროს ქვედა სადგური.

მეორე (ნახევრად ღია) საბაგიროს ზედა სადგურთან განთავსებულია: პროფესიონალური სათხილამურო ტრასა, ტობოგანი და 360 გრადუსიანი ხედვის ჭოგრიტი.

მესამე (ღია) საბაგიროს ზედა სადგურთან არსებული სივრცე მოიცავს: ატრაქციონების პარკს, სპორტულ მოედანსა და ტყეპარკს.

საბაგიროს აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ  სქი არენას პირველ სართულზე, სალაროში.

ტობოგანი
ტობოგანი

2370 მეტრზე, ალპურ ზონაში მდებარე ტობოგანი გთავაზობთ ადრენალინით სავსე გამოცდილებას, მთის პანორამებზე მორგებულ მარშრუტზე — სწრაფი, დინამიკური და დაუვიწყარი, ამერიკული ატრაქციონის სტილში.

იგი მდებარეობს მეორე საბაგიროს ზედა სადგურზე და მისასვლელად საჭიროა ორი საბაგირო ხაზის გავლა.

ტობოგანი მუშაობს მხოლოდ მშრალ ამინდში.

ატრაქციონები
ატრაქციონები

კრისტალის საკურორტო ზონაში განთავსებულია მრავალფეროვანი ატრაქციონები, რომლებიც განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს ჩვენს დამსვენებლებს. პარკში გათავსებული ატრაქციონები გათვლილია როგორც მცირეწლოვანი ბავშებისთვის ასევე ექსტრიმის მოყვარულთათვის.

ტყე-პარკი
ტყე-პარკი

8 ჰექტარ ტერიტორიაზე მოწყობილია ტყეპარკი საფეხმავლო ბილიკებით, განათებებებით, ფანჩატურებით, მოსასვენებელი სივრცეებით სპორტული ტრენაჟორებითა და საბავშვო სივრცეებით.

ტყე-პარკის ზედა ნაწილში მდებარეობს კრისტალის ატრაქციონების პარკი, სადაც განთავსებულია 10-ამდე მოზრდილი ზომის ატრაქციონი 12 წლამდე ბავშვებისთვის.

პანორამული ტერასა
პანორამული ტერასა

გონდოლებიანი საბაგიროს ზედა სადგურიდან საფეხმავლო ექსტრემალური ბილიკით შეგიძლიათ მოხვდეთ პანორამულ ტერასაზე, სადაც 360-გრადუსიანი ხედები იშლება.

იქვე, ატრაქციონების პარკის მიმდებარედ კი განთავსებულია სპორტული მოედანი.

სპორტული მოედანი
სპორტული მოედანი

ტყე-პარკში განთავსებული სპორტული მოედანი ხელოვნური საფარით შესანიშნავი ადგილია ფეხბურთის სათამაშოდ ან სხვა სპორტული აქტივობისთვის. მოედანი უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო გართობას როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მსუბუქი აქტივობის მოყვარულთათვის.