ახალი თავგადასავალი კრისტალისგან: ექსტრემალური ტური ტაბაწყურის ტბაზე

კრისტალის საკურორტო ზონა სტუმრებს კიდევ ერთ გამორჩეულ სიახლეს სთავაზობს – ბაგის ტურს ტაბაწყურის ტბის მიმართულებით. ეს ტური გაუკვალავ, რთულ რელიეფზე ბაგით, ღია კონსტრუქციისა და მაღალი გამავლობის მსუბუქი ტრანსპორტით, გადაადგილებასა და ბუნების დათვალიერებას გულისხმობს.

მარშრუტი სტარტს იღებს კრისტალის მეორე საბაგიროს ზედა სადგურიდან (ტობოგანის გვერდით) და მთის 12-კილომეტრიან, ბუნებრივი რელიეფის გზას მოიცავს. დაახლოებით 1.5-საათიანი მოგზაურობისას ვიზიტორები პანორამულ პეიზაჟებსა და ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ ალპურ მიმართულებას აღმოაჩენენ.

ტაბაწყურის ტბაზე ჩასულებს საშუალება ექნებათ:

  • დატკბნენ ალპური ტბის ხედებით;
  • სურვილისამებრ, ისეირნონ ნავით კრისტალურად სუფთა წყალზე;
  • ფოტოზე აღბეჭდონ მათი მოგზაურობა.

ტური საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს, დრო აქტიურად გაატაროს. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია კრისტალისგან, რათა კურორტზე გატარებული თითოეული დღე სტუმრებისთვის ახალი აღმოჩენებითა და დაუვიწყარი ემოციებით იყოს სავსე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *