კრისტალის საკურორტო ზონა ზაფხულში სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, გამწვანებულ გარემოსა და ალპურ ჰავას კომფორტული დასვენებისთვის და გართობისთვის.
კრისტალის საკურორტო ზონაში არსებული გონდოლის ტიპის და ნახევრად ღია საბაგიროები გაძლევთ საშუალებას კომფორტულად გადაადგილდეთ მთის ფერდობებზე და დატკბეთ შთამბეჭდავი ხედებით.
პირველი (გონდოლებიანი) საბაგიროს ზედა სადგურთან მდებარეობს: პირველი სათხილამურო ტრასა, კაფე „სქაილაინი“, პანორამული ტერასის საფეხმავლო ბილიკი და მეორე საბაგიროს ქვედა სადგური.
მეორე (ნახევრად ღია) საბაგიროს ზედა სადგურთან განთავსებულია: პროფესიონალური სათხილამურო ტრასა, ტობოგანი და 360 გრადუსიანი ხედვის ჭოგრიტი.
მესამე (ღია) საბაგიროს ზედა სადგურთან არსებული სივრცე მოიცავს: ატრაქციონების პარკს, სპორტულ მოედანსა და ტყეპარკს.
საბაგიროს აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ სქი არენას პირველ სართულზე, სალაროში.
2370 მეტრზე, ალპურ ზონაში მდებარე ტობოგანი გთავაზობთ ადრენალინით სავსე გამოცდილებას, მთის პანორამებზე მორგებულ მარშრუტზე — სწრაფი, დინამიკური და დაუვიწყარი, ამერიკული ატრაქციონის სტილში.
იგი მდებარეობს მეორე საბაგიროს ზედა სადგურზე და მისასვლელად საჭიროა ორი საბაგირო ხაზის გავლა.
ტობოგანი მუშაობს მხოლოდ მშრალ ამინდში.
8 ჰექტარ ტერიტორიაზე მოწყობილია ტყეპარკი საფეხმავლო ბილიკებით, განათებებებით, ფანჩატურებით, მოსასვენებელი სივრცეებით სპორტული ტრენაჟორებითა და საბავშვო სივრცეებით.
ტყე-პარკის ზედა ნაწილში მდებარეობს კრისტალის ატრაქციონების პარკი, სადაც განთავსებულია 10-ამდე მოზრდილი ზომის ატრაქციონი 12 წლამდე ბავშვებისთვის.





