კრისტალის საკურორტო ზონა ზაფხულში სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, გამწვანებულ გარემოსა და ალპურ ჰავას კომფორტული დასვენებისთვის და გართობისთვის.
კრისტალის საკურორტო ზონაში არსებული გონდოლის ტიპის და ნახევრად ღია საბაგიროები გაძლევთ საშუალებას კომფორტულად გადაადგილდეთ მთის ფერდობებზე და დატკბეთ შთამბეჭდავი ხედებით.
პირველი (გონდოლებიანი) საბაგიროს ზედა სადგურთან მდებარეობს: პირველი სათხილამურო ტრასა, კაფე „სქაილაინი“, პანორამული ტერასის საფეხმავლო ბილიკი და მეორე საბაგიროს ქვედა სადგური.
მეორე (ნახევრად ღია) საბაგიროს ზედა სადგურთან განთავსებულია: პროფესიონალური სათხილამურო ტრასა, ტობოგანი და 360 გრადუსიანი ხედვის ჭოგრიტი.
მესამე (ღია) საბაგიროს ზედა სადგურთან არსებული სივრცე მოიცავს: ატრაქციონების პარკს, სპორტულ მოედანსა და ტყეპარკს.
საბაგიროს აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ სქი არენას პირველ სართულზე, სალაროში.
პირველ ტრასაზე დაგხვდებათ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომლის სიგრძე 2500 მეტრია. ხელოვნური გათვლიანება უზრუნველყოფს სათხილამურო ტრასების სრულფასოვან ფუნქციონირებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ბუნებრივი თოვლი საკმარისი არ არის.
ხელონური გათოვლიანება და ღამის სრილიას შესაძლებლობა გაქვთ კრისტალის პირველ ტრასაზე.
სისტემა საშუალებას აძლევს სტუმრებს, ისარგებლონ ზამთრის აქტივობებით მთელი სეზონის განმავლობაში და მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება.
კრისტალის საკურორტო ზონის სპა-გამაჯანსაღებელი ცენტრები:
Crystal Hotel & SPA – სპა ცენტრი გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურებით, 25 მეტრიანი და საბავშვო საცურაო აუზები, ჯაკუზი, ფიტნეს დარბაზი, ფინური საუნა და თურქული ჰამამი – 10 AM – 11 PM
+995 591 54 77 33
Crystal Residence – სპა ცენტრი გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურებით, 15 მეტრიანი საცურაო აუზი და ფინური საუნა – 10 AM – 11 PM
+995 598 04 04 44
Crystal Resort C – გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები, საცურაო აუზი და ფინური საუნა – 10 AM – 11 PM
+995 591 501 314
2370 მეტრზე, ალპურ ზონაში მდებარე ტობოგანი გთავაზობთ ადრენალინით სავსე გამოცდილებას, მთის პანორამებზე მორგებულ მარშრუტზე — სწრაფი, დინამიკური და დაუვიწყარი, ამერიკული ატრაქციონის სტილში.
იგი მდებარეობს მეორე საბაგიროს ზედა სადგურზე და მისასვლელად საჭიროა ორი საბაგირო ხაზის გავლა.
ტობოგანი მუშაობს მხოლოდ მშრალ ამინდში.





