ახალი, მესამე საბაგირო ხაზი
კრისტალის საკურორტო ზონა 2025 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტით შეხვდა დამსვენებლებს – გაიხსნა რიგით მესამე საბაგირო ხაზი. პროექტი მიზნად ისახავს საკურორტო ზონის კიდევ უფრო განვითარებას და დამსვენებლებისთვის კომფორტის გაზრდას. ახალი საბაგირო ხაზი უზრუნველყოფს სწრაფ და მოსახერხებელ გადაადგილებას საკურორტო ზონის მნიშვნელოვან ადგილებს შორის.


