კრისტალი ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა ხვდება
როცა საუბარია ზამთრის სეზონზე და სამთო-სათხილამურო კურორტებზე, დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი გამართული ინფრასტრუქტურა და კომფორტია. “კრისტალის” საკურორტო ზონა, რომელიც ბაკურიანში დასვენების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, 2025-2026 წლის ზამთრის სეზონს სიახლეებით ხვდება. წლიდან წლამდე “კრისტალი” ამტკიცებს, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, სასტუმროსა და აპარტოტელების კომპლექსი: ეს არის ერთიანი ეკოსისტემა, სადაც დასვენების დაგეგმვა მარტივია, ხოლო სერვისი […]


